ლაჯანის საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა
28-05-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაჯანის საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი" დაირეკა.

სკოლის ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიებებს ლაჯანის საჯარო სკოლაში რესურსცენტრის უფროსი ბატონი ირაკლი სილაგაძე, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებთან გიორგი მახათაძესთან, მიხეილ მეშველიანთან და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს უფროსთან-გიორგი მაქარაშვილთან ერთად დაესწრო, მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატება უსურვა ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე.

სპეციალურად ამ დღისთვის, ლაჯანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პრეზენტაცია მოამზადეს, რომელიც მათ ტაო-კლარჯეთში მოგზაურობას ასახავდა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატის დაფინანსებით იმყოფებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203