„ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი არჩევანია“ - არღუნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს
28-05-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის არღუნის საჯარო სკოლაში „ჯანსაღი ცხოვრების წესს“ ღონისძიება მიუძღვნეს.
ხელოვნების პედაგოგ მზია ბარბაქაძისა და ისტორიის მასწავლებელ შორენა შალიკაშვილის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა კედლის გაზეთი და საინფორმაციო ბუკლეტები დაამზადეს, არაერთი თემატური ფილმი ნახეს და მავნე ჩვევებით გამოწვეულ პრობლემებს გაეცნენ.
ღონისძიებამ შემეცნებით და საინტერესო გარემოში ჩაიარა. მოსწავლეები მავნე ჩვევებს განუდგნენ და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიეს.
აქტივობას სკოლის პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ, რომლებმაც ახალგაზრდების პათოსი მოიწონეს და სრულად გაიზიარეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს