ახმეტის კულტურის ცენტრმა პროექტში - „ახალი თაობა“ გამარჯვებული გამოავლინა
28-05-2019
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, მარტის თვის დასაწყისში, შეიქმნა პროექტი, მუსიკალური კონკურსის სახით, სადაც 12 -30 წლამდე ახლგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას.
პროექტის ფარგლებში ყოველ კვირა ჩატარებულ კონცერტზე ერთი მონაწილე ტოვებდა კონკურსს. 27 მაისს, ახმეტის კულტურის სახლში ,,ახალი თაობა"-ს დასკვნითი კონცერტი გაიმართა, სადაც პროექტის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.
ფინალში მოხვედრილი სამი კონკურსანტის ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: პირველი ადგილი- ანი მერაბიშვილი; მეორე- ლიკა ახალბედაშვილ; მესამე- გიორგი ხაშმელაშვილი.
პირველ ადგილზე გასული ანი მერაბიშვილი მენტორთან ნანა ქიბროწაშვილთან ერთად გაემგზავრება პრაღაში ამერიკული პოპ- როკ ჯგუფის ,,marron 5"- ის გამართულ კონცერტზე. ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის რჩეული გახდა მეორე ადგილზე გასული ლიკა ახალბედაშვილი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს