მარელისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს
28-05-2019

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მარელისის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, მეთერთმეტეკლასელებმა მოირგეს ქართული გვარდიის ფორმა და ვაჟკაცური, სამშობლოს სიყვარულით გაჯერებული განწყობა შექმნეს. დროშების ფრიალით, სამხედრო ფიცით, სამშობლოს სადიდებელი შეძახილებით, ქართული საგმირო ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით გამრავალფეროვნებული აქტივობები აღაფრთოვანებდა მნახველს. დარბაზი მოწმე გახდა სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებად როგორ გარდაისახნენ ულამაზესი გოგო-ბიჭები,როგორ ეფერებოდნენ ქართულ დროშას და ღაღადებდნენ სამშობლოს სადიდებელს.
დავდგეთ სადარაჯოზე,
გავუფრთხილდეთ სამშობლოს!
დიდება ჩვენს ქვეყანას,გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს,თავისუფლება ჩვენი ხვედრია-გუგუნებდა დარბაზი და იდგა შემართული ქართული სული-ხვალინდელი დღე ჩვენი ღვთითკურთხეული საქართველოსი.  

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203