„ერთი წელი სკოლაში“ - თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი კლასის დამთავრება იზეიმეს
28-05-2019

თბილისის N142 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი კლასის წარმატებით დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებას, რომელსაც სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ, ორგანიზება პირველი კლასის დამრიგებელმა მანანა ხულუზაურმა გაუწია. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება განსხვავებულად და საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა პირველი სასწავლო წელი, “დედა ენასთან„ შეხვედრა, პირველი გაკვეთილები, სკოლის კედლებში ნასწავლი თემები: დედაენაზე, სამშობლოზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, პირველი შთაბეჭდილებები და თანაკლასელებთან გაცნობა- დამეგობრება გაიხსენეს. 

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები და შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203