ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები მასწავლებლებთან ერთად გაცვლით პროგრამაში მონაწილეობდნენ
28-05-2019

ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ქუთაისის ანდრია რაზმაძის  სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლაში ჩატარებულ  სესიაში, რომელსაც ამერიკული განათლების თბილისის ფილიალის ხელმძღვანელი დალი ხომერიკი მართავდა.

შეხვედრას ორგანიზება გაუწია ამერიკული განათლების ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ელენე ბერეკაშვილმა.

შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები და  მე-9, მე-10 ,მე-11 კლასის მოსწავლეები. სესიაზე მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია გაცვლით პროგრამებთან და იმ ხუთ ნაბიჯთან დაკავშირებით, რომელიც უნდა გაიარონ მათ მიზნის მისაღწევად.

პროგრამაში ასევე  ჩართულნი იყვნენ  მშვიდობის კორპუსის მოხალისე მასწავლებლები, რომლებმაც თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს. შეხვედრა კი საბოლოოდ კითხვა პასუხის რეჟიმში დასრულდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203