
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ასურეთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა 27 მაისს, სასწავლო წლის დასრულება მხიარული ღონისძიებით „გავაცილოთ ანბანი“ აღნიშნეს.
სკოლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს ანბანის თითოეულ ასოს, გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და წარმოადგინეს მისი მოთხრობების ინსცენირება.
იხილეთ ფოტოები: