„თავისუფლებას დიდება“ - ხობის N2 საჯარო სკოლაში 26 მაისი ზეიმით აღინიშნა
28-05-2019
ხობის N2 საჯარო სკოლაში 26 მაისი ზეიმით აღინიშნა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მე-4 კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ-მხატვრული კომპოზიცია „თავისუფლებას დიდება“ წარმოადგინეს.
მათ მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები და სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.
ნიჭიერი მოსწავლეების გამოსვლამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.