წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა
28-05-2019
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს საარჩევნო სისტემების განვითარებისა და სწავლების ცენტრის ადმინისტრაციასთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე საინფორმაციო - სასწავლო კურსი - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ მიმდინარეობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სასწავლო კურსს საინტერესოდ უძღვება ამავე ცენტრის ტრენერი სალომე ქაჯაია.

სასწავლო კურსში მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მიმდინარე სასწავლო კურსის ბაზაზე სკოლაში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა. 

„ეს ყოველივე ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვის, ამით უფრო ამაღლდა მათი ცოდნა არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203