
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახუნაოს საჯარო სკოლის მასწავლებლებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ ფესტივალში ნარდის, მკლავჭიდის, ფრენბურთისა და მინი ფეხბურთის შეჯიბრებაში, რომელიც მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის პაშა გულორდავას ინიციატივით გაიმართა.
III ზონა (ცენტრი) ნარდის შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო ცირა ქურდიანმა და ნუგეში ზარქუამ. ცირა ქურდიანი ნახევარფინალიდან გამოეთიშა შეჯიბრს, ხოლო ნუგეში ზარქუამ დაიკავა მეორე ადგილი;
III ზონა (ცენტრი) მკლავჭიდში მეორე ადგილი დაიკავა გერასიმე კიკალიშვილმა;
III ზონა (ცენტრი) ფრენბურთში რთული თამაშის შემდეგ დავთმეთ პირველ საშუალო სკოლასთან ორი პარტიის ჯამში 0:2;
III ზონა (ცენტრი) მინი ფეხბურთში კენჭისყრით პირველი ტურში შევხვდით სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლას და გავიმარჯვეთ დაძაბულ შეხვედრაში 1:0. მეორე ტურში კი კერძო სკოლა "სხივთან" დავმარცხდით 0:2 და დავიკავეთ მეორე ადგილი.
იხილეთ ფოტოები: