აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
28-05-2019
თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები 26 მაისს გამართულ რაიონულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიებაზე დადგმული ქორეოგრაფიული კომპოზიციის ავტორია - ქორეოგრაფი, ცეკვის მასწავლებელი ჯამბულ ქარდავა. ღონისძიება სკოლის დირექტორის ელისო სიჭინავას დახმარებით ჩატარდა.