წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ბულინგისა და სუიციდის შესახებ ლექცია მოისმინეს
28-05-2019

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ბულინგისა და სუიციდის სკითხებზე ლექსია-საუბარი გაიმართა.

სკოლის ინფორმაციით, დღეს, როგორც არასდროს ძალზედ აქტუალურია ბულინგისა და სუიციდის საკითხები და ამ თემებზე საუბარი მოზარდებთან. სწორედ ამიტომ  ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეთათვის მოწვეულმა სპეციალისტმა  ქუთაისის N15 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ეკა ქობალიამ მეტად საინტერესო და აქტუალური ლექცია-საუბარი ჩაატარა მოზარდებთან, მათთან ერთად გამოკვეთა ამ პრობლემის მოგვარების გზები.

ლექცია-საუბარი დადებითად შეაფასა დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ და სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ფიქრია გიორხელიძემ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203