აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდმა წარმატება მოიპოვა
28-05-2019
აფხაზეთის N3 საჯარო სკოლა პროექტ „კოკა- კოლას თასი- 2019“-ის გამარჯვებულია.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში ფინალური შეხვედრები გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის ფეხბურთის გუნდისა და მათი სპორტის მასწავლებლის ვახტანგ ჩოჩიშვილის მონდომება, ძალისხმევა და შრომა ძალიან დიდი იყო. სკოლის გუნდს, მშობლების, მასწავლებლებისა და მთელი სკოლის მოსწავლეთა სახით საუკეთესო მხარდამჭერები და გულშემატკივრები ჰყავდა.
„კოკა-კოლას თასი-2019“- ის გამარჯვებული ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდი ფინალურ ეტაპზე კვარიათში გაემგზავრება.
გამარჯვებულები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა და „კოკა-კოლას“ გენერალურმა დირექტორმა, თემურ ჭყონიამ დააჯილდოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს