თბილისის N90 საჯარო სკოლის მოსწავლეები კულინარიის ხელოვნებას ეუფლებიან
28-05-2019
თბილისის N90 საჯარო სკოლის მოსწავლეები კულინარიის შემსწავლელ პროგრამას წარმატებით გადიან.
პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, კოლეჯი „იკაროსი“-ის პედაგოგების დახმარებით მოზარდები მრავალფეროვანი კერძების მომზადებასა და კულინარიის ხელოვნებას სწავლობენ.
შემეცნების პროცესი პრაქტიკულ კურსს მოიცავს და მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისოა.