ურავლის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
28-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, ურავლის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
კურსდამთავრებულებმა ღონისძიება გამართეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ.
მეთორმეტეკლასელებმა ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო მომავალი უსურვეს.