ვაქირის სკოლის მოსწავლეებმა 1989 წლის 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის უმნიშვნელოვანესი მოვლენები გაიხსენეს.
''28 წელი გავიდა იმ ტკივილიანი მოვლენებიდან. ეს დღე საქართველოს ისტორიაში ქართველი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლისა და თავგანწირვის სიმბოლოდ იქცა'' - აღნიშნეს მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტოები: