„გემშვიდობებით, მშობლიურო სკოლა“ - თელეთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება გამართეს
28-05-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, თელეთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება - „გემშვიდობებით, მშობლიურო სკოლა“ გამართეს.

კურსდამთავრებულებმა სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო მომავალი უსურვეს. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა საზეიმოდ ტორტი გაჭრეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203