„ეს უკვე სენსაციური შედეგია“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის ხუთმა მოსწავლემ მათემატიკის ოლიმპიადაში 100-დან 100 ქულა მიიღო
28-05-2019
მარტვილის მუნიციპალიტეტის, დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის III კლასის ხუთმა მოსწავლემ „კინგსის“ ოლიმპიადის მათემატიკის პირველ ტურში 100-დან 100 ქულა მიიღო.
კლასში მათემატიკას უფროსი მასწავლებელი ქალბატონი ნონა თოდუა ასწავლის, რომელიც ამჟამად წამყვანი მასწავლებლის სტატუსზეა წარდგენილი.
კლასში სულ თორმეტი მოსწავლეა და ყველა მათგანი მაღალი მოსწრებით გამოირჩევა. ეს ყოველივე ერთი მხრივ, მასწავლებლის, ქ-ი ნონას გამუდმებული და ეფექტური ძალისხმევის, ხოლო მეორე მხრივ, მშობელთა სათანადო მხარდაჭერის შედეგია.
ამჯერად გაგაცნობთ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც 100-დან 100 ქულა მიიღეს: 1.მარიამ კვარაცხელია, 2.მარიამ კეკუტია, 3.ლია ნაჭყებია, 4.ქრისტინე კეკუტია და 5.ნიკუშა ერქვანია.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს