ახალციხის N5 საჯარო სკოლაში თემაზე - „შოკოლადი ქიმიის არომატით“ პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
28-05-2019
ახალციხის №5 საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის (კათედრის ხელმძღვანელი შორენა ენდელაძე) დაგეგმილი კვირეულის - „საოცარ მეცნიერებათა სამყაროში“ ფარგლებში, მე-11ბ კლასში, ქიმიის მასწავლებლის ირინა ლაბაძის ხელმძღვანელობით თემაზე - „შოკოლადი ქიმიის არომატით“ პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტ-გაკვეთილის მიზანი იყო შოკოლადში ცხიმებისა და ნახშირწყლების აღმოჩენა.

მოსწავლეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა იმის შესახებ, თუ რა ქიმიური შედგენილობა და ისტორია აქვს შოკოლადს. ისაუბრეს შოკოლადის სახეობების შესახებ და ჩაატარეს ცდები შოკოლადით: განსაზღვრეს შოკოლადში ფქვილისა და სახამებლის მინარევები;  დაადგინეს შოკოლადში უჯერი ცხიმების შემცველობა; დაადგინეს შოკოლადში ნახშირწყლების (საქაროზის) შემცველობა.

პროექტ-გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე, მოადგილე ზოია ბალიაშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის წევრები და მოსწავლეები.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203