ოფრეთის საჯარო სკოლაში ღია გაკვეთილი ჩატარდა
28-05-2019

მარნეულის მუნიციპალიტეტის ოფრეთის საჯარო სკოლის პირველ კლასში ქართულ ენაში ღია გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილზე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების შეჯამება მოხდა.

ოფრეთის საჯარო სკოლაში განხორციელებულ ღია გაკვეთილს, რომელსაც ქართული, როგორც მეორე ენის კონსულტანტ- მასწავლებელი თინა ბაწაშვილი ხელმძღვანელობდა, პირველი კლასის მოსწავლეთა მოსწავლეთა მშობლები და სკოლის დირექცია ესწრებოდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მხიარული აქტივობების ფონზე წარმოაჩინეს ის უნარები და შესაძლებლობები, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს მათ მომდევნო საფეხურზე უკეთ სწავლაში. 

ღია გაკვეთილი, რომელის დასასრულსაც მოსწავლეები ქების სიგელებით დაჯილდოვდნენ, მხიარული, საინტერესო და სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მშობლებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203