ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის N 1 საჯარო სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 101 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიებათა კვირეული გაიმართა.
ღონისძიება, სახელწოდებით - „ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე“, გორის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის ხატია მშვიდობაძის ხელმძღვანელობით დაიგეგმა.
პროექტის ფარგლებში VI_ ა კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო ბროშურები, კედლის გაზეთები და მოამზადეს პრეზენტაციები.
ღონისძიების დასასრულს მათ დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობით გაუზიარეს ცოდნა 26 მაისთან დაკავშირებით.
იხილეთ ფოტოები: