აწყურის საჯარო სკოლაში ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეული გაიმართა
28-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, აწყურის საჯარო სკოლაში მაისის პირველი კვირა ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის კვირეულად გამოცხადდა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლაში კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა. მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ კლასის საათში, დაამზადეს პლაკატები, შეასრულეს როლური თამაშები და გამართეს დისკუსიები.