ალასტანის საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები ღონისძიებით გააცილა
28-05-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ალასტანის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი მრავალფეროვანი ღონისძიებით აღინიშნა.

ღონისძიებას ალასტანის საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ. 

კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარის ღონისძიებაზე, რომელიც ელლადა ჰოველიანთან და კლასის ხელმძღვანელთან მიშა მელტონიანთან ერთად დაგეგმეს,  მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები, გაიხსენეს სკოლაში გატარებული წლები და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს. 

ალასტანის საჯარო სკოლა ბოლო ზარს ულოცავს კურსდამთავრებულებს და წარმატებებს უსურვებს მათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203