დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
28-05-2019
ადიგენის მუნიციპალიტეტის, დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
კურსდამთავრებულებმა ღონისძიება გამართეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ. მეთორმეტეკლასელებმა ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. ღონისძიებაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო მომავალი უსურვეს.