
წალკის მუნიციპალიტეტის დაშბაშის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა სომხური ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიებას, რომელსაც მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ, დაშბაშის საჯარო სკოლის პირველი კლასის ხელმძღვანელმა გაუწია ორგანიზება.
სკოლის წარმომადგენლის თქმით მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს დამსწრე საზოგადოებას. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: