
წალკის მუნიციპალიტეტის წინწყაროს საჯარო სკოლაში მაგიდის ჩოგბურთში შიდასასკოლო ჩემპიონატი გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, წინწყაროს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აღნიშნული ჩემპიონატის მიმართ დაინტერესება გამოთქვეს და პირველობის მოპოვების მიზნით, ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის განსაკუთრებით მოემზადნენ.
მოსწავლეები წარმატებული ასპარეზობისთვის ფასიანი საჩუქრებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
პირველი, მეორე და მესამე ადგილი ანდრია ბერიძემ, ვიტალიკ მინასიანმა და ბექა ართმელიძემ გაინაწილეს.
სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს სამივე საპრიზო ადგილის მფლობელს და წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს მათ.
იხილეთ ფოტოები: