იხტილის საჯარო სკოლაში მეთორმეტე კლასელებმა ბოლო ზარი იზეიმეს
28-05-2019

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის იხტილის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება აღნიშნეს.

ღონისძიება, რომელსაც მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ, მრავალფეროვანი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით გამოირჩეოდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, იხტილის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ბოლო ზარის ღონისძიების საორგანიზაციო საკითხები თავის თავზე აიღეს და სკოლას დაუვიწყარი დღე აჩუქეს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203