
26 მაისს წალკის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ინტელექტუალური კონკურსი, სახელწოდებით -„მე მიყვარს საქართველო“ გაიმართა.
ინტელექტ- ჩემპიონატში, რომელსაც წალკის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ინეზა კორძაია ხელმძღვანელობდა, ამავე სკოლის VIII კლასის მოსწავლეები (ორი გუნდი - „არჩილოსანი“ და „ნუკრითურთ“ ) მონაწილეობდნენ.
წალკის N1 საჯარო სკოლა ულოცავს ორივე გუნდს ღირსეულ ასპარეზობას და წარმატებებს უსურვებს მათ.
იხილეთ ფოტოები: