საიმერლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების სცენარი გაითამაშეს
28-05-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, საიმერლოს საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მანანა სადღობელაშვილმა და VI, IX და X კლასის მოსწავლეებმა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების სცენარი წარმოადგინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა მრავალპარტიული მთავრობის წევრთა როლები მოირგეს და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე მათ მიერ ხელისმოწერის წარმოდგენა გამართეს. 

აქტივობა სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მოეწყო. 

26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობის დღე და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 101 წლისთავი აღნიშნა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...