ქვედა ბრეთისის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“
28-05-2019

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ქვედა ბრეთისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებას, რომელიც ქვედა ბრეთისის საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებლის ელისო ფერაძის ორგანიზებით გაიმართა, სკოლის დირექტორი ლეო კვიჟინაძე, დირექტორი მოადგილე, სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი პროგრამა წარუდგინეს. წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203