დმანისის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
28-05-2019
დმანისის N3 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს. 

მეთორმეტეკლასელებმა ღონისძიება გამართეს, სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო მომავალი უსურვეს. 

„კიდევ ერთი გამოშვება, კიდევ ერთი დაფრთიანებული კლასი, კიდევ ერთხელ გამოთქმული მადლიერებისა და სიყვარულის სიტყვები, უსაყვარლესი და ულამაზესი ბავშვები... ოცნებები... სურვილები... იმედები... კიდევ ერთხელ თვალშევლებული ბავშვობა და სკოლის კედლებში გატარებული 12 ცრემლიან-სიხარულიანი წლის გახსენება... ასეთი იყო ჩვენი სკოლის 2018-2019 სასწავლო წლის კურსდამთავრებულების ბოლო ზარი... წარმატებებს გისურვებთ, ბავშვებო! გვეიმედებით, გვიყვარხართ და გვიხარიხართ!“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203