წითელსოფელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
27-05-2019
მარნეულის მუნიციპალიტეტის, წითელსოფელის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა „ბოლო ზარი“ აღნიშნეს.
მეთორმეტეკლასელებმა ღონისძიება გამართეს და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ. კურსდამთავრებულებმა ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა კი კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და საუკეთესო მომავალი უსურვეს.