ნაქალაქევის საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს
27-05-2019

ასპინძის მუნიციპალიტეტის ნაქალაქევის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“.

ნაქალაქევის საჯარო სკოლის I და I კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა, კლასების ხელმძღვანელების სვეტლანა ზედგინიძისა და ქალთამზე ზაზაძის ორგანიზებით, საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებაზე, რომელსაც მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ,  მოსწავლეებმა ქართულ ანბანს და მშობლიურ ენას ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს. 

პედაგოგებმა პირველი კლასის დამთავრება მიულოცეს ნაქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და წარმატებული მომდევნო სასწავლო წელი უსურვეს მათ. მოსწავლეებს სკოლისგან სამახსოვროდ პირველი კლასის ალბომი - „ჩემი პირველი მასწავლებელი“ გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203