ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანი „გააცილეს“
27-05-2019

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლაში პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლა ღონისძიებით აღნიშნეს.

ღონისძიებას, რომელიც ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის დამრიგებლის ლამარა ამაშუკელის ორგანიზებით მოეწყო, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, წარმოადგინეს თავიანთი ხელნაწერები და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენეს ანბანის შექმნისა და განვითარების ისტორია.

ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს ბავშვებს პირველი კლასის დამთავრებას და წარმატებულ მომდევნო სასწავლო წელს  უსურვებს მათ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203