ახალციხის N5 სკოლაში ინგლისურენოვანი ღონისძიება - ''Once Upon a Time'' ჩატარდა
10-04-2017

ახალციხის N5 სკოლის III კლასში (კლასის ხელმძღვანელი ლია აწყურელი) ინგლისურენოვანი ღონისძიება ჩატარდა სახელწოდებით ''Once Upon a Time'' (იყო და არა იყო რა), რომელიც დედის დღის დღესასწაულს მიეძღვნა. 

ღონისძიება ინგლისური ენის პედაგოგის, ლელა ცაგარეიშვილის ორგანიზებით მოეწყო.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ინგლისურ ენაზე წარუდგინეს ორი სპექტაკლი ცნობილი ევროპული ზღაპრების მიხედვით (ფიფქია და შვიდი ჯუჯა; მძინარე მზეთუნახავი).

მოსწავლეებმა შეასრულეს ინგლისური სიმღერები, იცეკვეს და მიუძღვნეს ლექსები დედებს, რითაც მათ მიმართ უდიდესი სიყვარული გამოხატეს და ამავე დროს, უცხო ენის ცოდნის მაღალი დონეც აჩვენეს.

როგორც დამსწრეები აღნიშნავენ, მოსწავლეებმა არაჩვეულებრივად მოირგეს ზღაპრების გმირების როლები და შესანიშნავად გააცოცხლეს ისინი სცენაზე. 

ღონისძიებას სკოლის დირექცია, სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203