წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ღონისძიება - „მზე იცინის ვარდფურცლობის დარია“ გამართეს
27-05-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის I-ბ კლასის მოსწავლეებმა, ღონისძიება - „მზე იცინის ვარდფურცლობის დარია“ გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების მიზანი იყო მოსწავლეებში პატრიოტული, შემოქმედებითი და ესთეტიკური გრძნობის განმტკიცება-ამაღლება.
„პატარებმა მთელი მონდომებით წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, წარმოადგინეს საბავშვო მოთხრობებიდან კომპოზიციები, არაჩვეულებრივად შეასრულეს, როგორც ქართული ნაციონალური, ასევე ევროპული ცეკვები. პირველკლასელები განსაკუთრებით მშობლიურ ანბანს და სურნელოვან წელიწადის დროს - გაზაფხულს მოეფერენ. აღფრთვანებას ვერ მალავდა დამსწრე საზოგადოება, სიხარულის ცრემლებით ჰქონდა სავსე თვალები კლასის ხელმძღვანელს მარინე ქარქაშაძეს. ბავშვებისადმი მადლიერება გამოხატა კლასის მუსიკის მასწავლებელმა მაკა ჟორჟოლიანმა. კმაყოფილები იყვნენ კლასის მშობლები, განსაკუთრებით ბავშვების ცეკვის მასწავლებელი-მშობელი ნონა ჩიკვაიძე. ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ და მომავალი წარმატებები უსურვა აღსაზრდელებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს