სიღნაღის რაიონის ხირსის საჯარო სკოლაში საქართველოს სახელმწიფოებრიობის 101-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მონაწილეობა მიიღეს ყველა კლასის მოსწავლემ, ორგანიზატორი იყო ისტორიის პედაგოგი მაყვალა ღვედაშვილი.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წელს ცოდნის გაზიარებას და მის მნიშვნელობას ეძღვნება და მისი მთავარი საკომუნიკაციო ფრაზაა #გააზიარეცოდნა.
იხილეთ ფოტოები: