შუახევში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დაჯილდოვდნენ
27-05-2019

26 მაისს საზეიმო დღესასწაულზე შუახევის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2017-2018 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ. 

სულ დაჯილდოვდა 27 კურსდამთავრებული, ამათგან 18 ოქროს მედალოსანი, ხოლო 9 ვერცხლის მედალოსანი.

წარჩინებულ კურსდამთავრებულებს მედლები გადასცეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძემ, მერის მოადგილეებმა ომარ ტაკიძემ, რუსუდან შავაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ზოიძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203