თელეთის სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „26 მაისი - ეს დღე ჩვენია!“ გაიმართა
27-05-2019
გარდაბანის მუნიციპალიტეტის, თელეთის სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „26 მაისი - ეს დღე ჩვენია!“ გაიმართა. 

სკოლის აღსაზრდელები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი სანახაობით წარსდგნენ, მათ შორის პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წლის 26 მაისს ოფიციალურად შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ შექმნიდან სამი წლის შემდეგ, პირველი რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო და მისი სრული ანექსია მოახდინა, ამ სამი წლის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკამ არაერთ წარმატებას მიაღწია. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საბჭოთა არმია საქართველოში შემოიჭრა და პირველმა რესპუბლიკამ არსებობა შეწყვიტა.

საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203