ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის საფეხბურთო გუნდი გურიის რეგიონის გამარჯვებულია
27-05-2019
ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის ფეხბურთელთა გუნდმა „კოკა-კოლას“ რეგიონალური თასი მოიგო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გუნდმა შემადგენლობით - შოთა გვარჯალაძე, გიორგი ბისიეშვილი - კაპიტანი, ვოვა ცეცხლაძე ,გეგა გობრონიძე, ლუკა ურუშაძე, გეგა კვირკველია, სოსო კვაჭაძე, რეზო გვარჯალაძე, ლუკა მგელაძე და დათო კერხანოჩიევი ჯერ ოზურგეთის გუნდი დაამარცხეს 7-0 ანგარიშით, შემდეგ კი ჩოხატაურის გუნდს სძლიეს( 3-0 )და უცილობლად მოიპოვეს კოკა-კოლას თასი გურიის რეგიონში, რამაც გუნდს საქართველოს 16 საუკეთესო სკოლის გუნდს შორის მოხვედრის საშუალება მისცა.
„წინ რესპუბლუკური ტური გველოდება. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ნორჩ ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს- თეიმურაზ გობრონიძეს და კახა ურუშაძეს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს