შეუბნის საჯარო სკოლაში ფუტკრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
27-05-2019
ონის მუნიციპალიტეტის, შეუბნის საჯარო სკოლაში ფუტკრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებთან შეხვედრა მოეწყო.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები ფუტკარზე, ასევე გაიმართა საუბარი ფუტკრისა და თაფლის მნიშვნელობაზე. შეხვედრის შემდეგ ბავშვებს უგემრიელესი რაჭული თაფლი გადაეცათ.
„მადლობა ორგანიზატორებს სასიამოვნო შეხვედრისთვის“-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.