ხეოთის საჯარო სკოლამ მაგიდის ჩოგბურთში პირველობა მოიპოვა
27-05-2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამართულ ჩემპიონატებში აქტიურად მონაწილეობენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტში, სახელწოდებით- „სპორტი ბარიერების გარეშე“, მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეები (გოგონები და ვაჟები) პირველობისთვის სპორტის ექვს სახეობაში: სპრინტში, ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთში, კალათბურთში, ფრენბურთსა და ფეხბურთში ეჯიბრებოდნენ.

მაგიდის ჩოგბურთში გამარჯვება და რეგიონის მასშტაბით პირველობისთვის ასპარეზობის უფლება ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლემ გვანცა ზაზაძემ მოიპოვა. (რეგიონის მასშტაბით გამარჯვებული მოსწავლეები „სპორტულ- შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ საგზურით დაჯილდოვდებიან)

პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა. პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“ მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების, აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაციას და თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას.

ხეოთის საჯარო სკოლა ულოცავს გვანცას წარმატებას.

იხილეთ ფოტოები:
 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203