პატარა პამაჯის საჯარო სკოლაში „ანბანის გაცილება“ ჩატარდა
27-05-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის, პატარა პამაჯის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ღონისძიება - „ანბანის გაცილება“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ქართულ ენაზე ჩატარდა. „ანბანის გაცილების“ თემა იყო - „ფარნავაზიდან იაკობამდე“. ღონისძიებას ქართული ენის მასწავლებელი რუზანა რაისიანი ხელმძღვანელობდა.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე ესწრებოდა.