ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
27-05-2019
ი.ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა.

სამოდელო გაკვეთილი, თემით - ო.იოსელიანი „ჩემი ვეფხისტყაოსანი“ ლიტერატურული პარალელი ნ.დუმბაძე „ჩემი რუსთაველი“, მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებასა და წიგნის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. 

ქობულეთის N2 საჯარო სკოლის VII_ბ კლასში, გიული ლომაძის მიერ ჩატარებული სამოდელო გაკვეთილი, მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების, წაკითხულის გააზრების, ანალიზის, პარალელების გავლების და სხვა აუცილებელი უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203