შატილის საჯარო სკოლას თბილისის სკოლის მოსწავლეებმა საჩუქარი გაუკეთეს
27-05-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის, შატილის საჯარო სკოლისთვის თბილისის N34 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქველმოქმედო ღონისძიება გამართეს.

თბილისის N34 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგის ლალი იაშვილის ხელმძღვანელობით და სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს, მოაწყეს საკუთარი ხელით დამზადებული ნივთების, საჩუქრების, სუვენირების და ნამცხვრების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებას საქველმოქმედო ხასიათი ჰქონდა. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სკოლის მოსწავლეებმა საჩუქრად გადარიცხეს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის საჯარო სკოლის ანგარიშზე.

შატილის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგიური კოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები მადლობას უხდიან თბილისის N34 საჯარო სკოლას, პედაგოგს-ლალი იაშვილს და ღონისძიებაში მონაწილე შემოქმედ პატარა მოსწავლეებს ასეთი
თავდადებისთვის, სიყვარულისთვის და საჩუქრისთვის.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203