
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სალიბაურის N2 საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლის დასრულება იზეიმეს.
მიმდინარე წლის 23 მაისს სალიბაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანბანთან გამოსამშვიდობებელი ღონისძება - „ჩვენ ვწერთ და ვკითხულობთ“ ჩაატარეს.
ღონისძიებას, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მადონა ავალიანის ხელმძღვანელობით გაიმართა, მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და წარმოადგინეს ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები.
სალიბაურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს სკოლის პედაგოგებმა და მშობლებმა.
იხილეთ ფოტოები: