თბილისის N103 საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით დატვირთული ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
27-05-2019
თბილისის N103 საჯარო სკოლის IV ბ კლასში დამრიგებელმა ლალი თეთრაძემ მდგრადი განვითარებისა და „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილის მიზანი იყო ტექსტის მოსმენა, გაგება-გააზრება, ვარაუდების გამოთქმა, ტექსტის წაკითხვა, მცენარის სასიცოცხლო ციკლის ძირითადი ეტაპების ამოცნობა და ჩანახატის სახით წარმოდგენა.
მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდა, მაღალი მოტივაციითა და მოსწავლეთა დიდი ჩართულობით, საინტერესო აქტივობებითა და მრავალფეროვანი ელექრტონული რესურსებით.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის შეფასების ჯგუფის წევრები და პედაგოგები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს