
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლე და პედაგოგი დაჯილდოვდნენ.
იანეულის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ნინო კუჭაშვილი, რეგიონალურ კონფერენციაზე - „დასავლეთ საქართველოს მღვიმეები და ჩანჩქერები“, საუკეთესო თემის წარდგენისთვის დიპლომით დაჯილდოვდა.
კონფერენციის ფარგლებში, საუკეთესო თემის ხელმძღვანელოობისთვის დაჯილდოვდა იანეულის საჯარო სკოლის პედაგოგი ლალი წულაია.
სკოლის დირექცია დიდ წარმატებას ულოცავს იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეს ნინო კუჭაშვილს და ამავე სკოლის პედაგოგს ლალი წულაიას.
იხილეთ ფოტოები: