დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა გამოსაშვები ღონისძიება გამართეს
27-05-2019
დაბა ბაკურიანის საჯარო სკოლის I ა და Iბ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლების ზაირა გელაშვილის და ნინო მანჯავიძის ხელმძღვანელობით, გამოსაშვები ღონისძიება გამართეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პატარებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ანბანის თითოეული ასო-ბგერა. ლექსებითა და სიმღერებით გაიხსენეს იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი და ასევე დამსწრე საზოგადოებას იაკობის ნაწარმოებების პერსონაჟები წარუდგინეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს ასეთი ლამაზი და შინაარსიანი ღონისძიებისათვის.