
მარნეულის მუნიციპალიტეტის ხოჯორნის საჯარო სკოლის სომხური სექტორის პირველი კლასის მოსწავლეებმა ანბანის შესწავლის დასრულება ღონისძიებით აღნიშნეს.
ღონისძიება, რომელსაც სკოლის დირექტორი რიმა გარიბიანი, პედაგოგები, მშობლები და წლევანდელი კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ, კლასის ხელმძღვანელის არმინე ხაჩატურიანის მიერ ორიგინალურად გაფორმებულ საკლასო ოთახში გაიმართა.
სკოლის დირექტორმა რიმა გარიბიანმა პირველკლასელებს ანბანის შესწავლა მიულოცა და წარმატებული მომავალი სასწავლო წელი უსურვა.
პირველი კლასის მოსწავლეებს სკოლის პედაგოგები : ემა პეტროსიანი, ნაზლი ალიევა, ასტხიკ აბოიანი და ამავე სკოლის მეოთხე კლასელები მიესალმნენ.
იხილეთ ფოტოები: